ჩვენ გვჯერა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მიაღწევენ მშვიდობას კლიმატური ცვლილებების ბაქოს სამიტამდე, - ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის მიმართვაში, რომელიც მან ბაქოს მე-11 გლობალური ფორუმის მონაწილეებს გაუგზავნა.
აღსანიშნავია, რომ გაეროს კლიმატური ცვლილებების სამიტს ბაქო მიმდინარე წლის ნოემბერში უმასპინძლებს.
„დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ახალ სატრანსპორტო კავშირებს კასპიის ზღვის გასწვრივ. აზერბაიჯანს ახლა აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაასრულოს ხანგრძლივი კონფლიქტი სომხეთთან. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი განვითარება იქნება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მიღწევა COP29-მდე. ჩვენ ვაგრძელებთ აზერბაიჯანის მხარდაჭერას COP29-სთან დაკავშირებით. გვჯერა, COP29-მდე აზერბაიჯანი და სომხეთი მშვიდობას მიაღწევენ“, - აღნიშნულია მიმართვაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press