უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოა და არ ექნება სამართლებრივი შედეგები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა უცხო სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ გააგზავნონ საერთაშორისო დამკვირვებლები მორიგ ფარსში მონაწილეობის მისაღებად, კერძოდ, უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე და თავი შეიკავონ ამ არჩევნების შედეგების აღიარებისგან.
"უკრაინის მილიონობით მოქალაქის იძულება, რომლებიც ცხოვრობენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან იძულებით გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე უკანონოა", - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press