Foto

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი ისრაელში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი ისრაელში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც შუმერი აღნიშნავს, ის პატივს სცემს ბენიამინ ნეთანიაჰუს „არაჩვეულებრივ ვაჟკაცობას ბრძოლის ველზე და მიიჩნევს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი ისრაელის უსაფრთხოებაა, თუმცა ნეთანიაჰუმ საკუთარი გზა დაკარგა".

„მჯერა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საკუთარი გზა დაკარგა იმით, რომ თავისი პოლიტიკური გადარჩენა ისრაელის ინტერესებზე უპირატესი გახადა“, - განაცხადა შუმერმა.