ძალიან სამწუხაროა, რომ ანსამბლი "ფესვები", რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო, გზიდან გააბრუნეს იმიტომ, რომ თურმე, პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამოზე განაცხადა.
პრეზიდენტმა მომხდარს "კულტურული ბოლშევიზმი" უწოდა.
"თქვენ თავად იფიქრეთ, საიდან მოვიდა ასეთი მითითება და რას ნიშნავს ეს?! თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, მე არ ვიცი, ამას რას ჰქვია. სამწუხაროა, მე მინდა, მათ ჩემი სახელით ბოდიში მოვახსენო იმისთვის, რომ ამ ფორმით გზიდან გააბრუნეს და მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დღეს ასეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს",- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press