ანკარა ევროატლანტიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჰაქან ფიდანმა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენ შევეხეთ მთელი რეგიონისთვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას, პირველ ყოვლისა, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. დავადასტურეთ ჩვენი სწრაფვა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ კონკრეტული პროექტების საშუალებით თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press