Foto

ნეთანიაჰუმ ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად ისრაელის თავდაცვის ძალების გეგმა დაამტკიცა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად ისრაელის თავდაცვის ძალების გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.

როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, „ჰამასის“ მოთხოვნები კვლავ აბსურდულია.

„ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არის ოპერაციისთვის და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის“, - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.