Foto

ოდესაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა 14 და დაშავდა 46 ადამიანი

ოდესაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა 14 და დაშავდა 46 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავცელებს.

დაშავებულთა შორის არიან საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 7 თანამშრომელი და დაღუპულია 1 მაშველი და მედიკოსი.

უკრაინის პროკურატურის ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანებულია 10 კერძო სახლი, ტექნიკური მომსახურების სადგური, გაზსადენი და ორი სახანძრო-სამაშველო მანქანა. რეგიონში 16 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.