Foto

ორბანი - უნგრეთის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა თუ გვინდა, ბრიუსელის დაკავების გარდა სხვა არჩევანი არ გვაქვს

უნგრეთის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა თუ გვინდა, სხვა არჩევანი არ გვაქვს, ბრიუსელის დაკავების გარდა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში ევროკავშირის არჩევნებზე საუბრისას უნგრეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ აქციაზე განაცხადა.

როგორც ორბანმა აღნიშნა, ივლისიდან უნგრეთი ექვსი თვით ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარეობას გადაიბარებს.

„ახლა ჩვენ მსვლელობას გავმართავთ ბრიუსელში და თავად განვახორციელებთ ცვლილებებს ევროკავშირში. ჩვენ 1 100 წლის სახელმწიფო ვართ“, - განაცხადა ორბანმა.