რუსულმა ,,ეფესბემ” კალაშოვთან ერთად მისი მარჯვენა ხელი, კანონიერი ქურდი, ბადრი კუბლაშვილიც გამოაშვებინა, რაც საბოლოოდ ადასტურებს იმას, რომ მათი მომავალი დავალება სწორედ საქართველოს არჩევნებია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, "ივანიშვილი აგებს არჩევნებს და ეს ყველაზე კარგად მისმა კურატორებმა იციან".
"რუსულმა ,,ეფესბემ” კალაშოვთან ერთად მისი მარჯვენა ხელი, კანონიერი ქურდი, ბადრი კუბლაშვილიც გამოაშვებინა, რაც საბოლოოდ ადასტურებს იმას, რომ მათი მომავალი დავალება სწორედ საქართველოს არჩევნებია. უნდა ველოდოთ რაფალიანცის ტიპის პროვოკაციებსა და "შავების" აქამდე არნახულ მობილიზებას.
ივანიშვილი აგებს არჩევნებს და ეს ყველაზე კარგად მისმა კურატორებმა იციან. რისი ეშინია შავ სამყაროს? - ამომრჩევლის მასობრივი გამოცხადების, ამიტომ ამჯერად არჩევნებში მონაწილეობის ყველა რეკორდი უნდა მოვხსნათ", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press