Foto

ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ონლაინ მისცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნების ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა ნოვო-ოგარევოს რეზიდენციიდან მიიღო და ხმა ონლაინ მისცა. 

ონლან ხმის მიცემა პირველად წელს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში დაუშვეს. არჩევანის ონლაინ გაკეთება 29 რეგიონშია შესაძლებელი.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დღეს დაიწყო და 17 მარტს დასრულდება.

ვლადიმერ პუტინი მეხუთე ვადით იყრის კენჭს. მისი კონკურენტები არიან ლეონიდ სლუცკი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან“, ვლადისლავ დავაცვევინო „ახალი ხალხის პარტიიდან“ და ნიკოლაი ხარიტონოვი „კომუნისტური პარტიიდან“.