ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინისთვის იარაღის შეძენას მოხმარდება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში, ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც შოლცი აღნიშნავს, შეხვედრის მონაწილეები უკრაინისთვის მეტი იარაღის შეძენაზე მთელ მსოფლიო ბაზარზე, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების გაფართოებაზე შეთანხმდნენ.
„მოსკოვს მკაფიო სიგნალს ვუგზავნით: რუსეთის პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შესუსტდება. ჩვენ ერთიანად ვდგავართ უკრაინის მხარეს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press