Foto

ჯო ბაიდენი ისრაელის არჩევნებთან დაკავშირებით სენატის ლიდერის მოწოდებას მხარს უჭერს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატის ლიდერის, ჩაკ შუმერის მოწოდებას ისრაელის არჩევნებთან დაკავშირებით მხარს უჭერს.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ჩაკ შუმერმა კარგი სიტყვა წარმოთქვა, რომელსაც არა მხოლოდ ის, არამედ ბევრი ამერიკელი იზიარებს.

„ვფიქრობ, მან გამოხატა სერიოზული შეშფოთება, რომელსაც იზიარებს არა მხოლოდ ის, არამედ ბევრი ამერიკელი“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ისრაელში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა.