საქართველოს დღეს, 18 მარტს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 14:50 საათზე სტოლტენბერგს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
გარდა ამისა, დაგეგმილია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაც.
ცნობისთვის, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 17-19 მარტს, საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ჩავა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press