Foto

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ამ სიმულაციაში ლეგიტიმაცია არ არის და არც შეიძლება იყოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი „ძალაუფლებით არის დაავადებული და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამუდამოდ რუსეთის მმართველი იყოს".

ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურია და პუტინისთვის ყველაფერი "ჰააგის სკამზე უნდა დასრულდეს".

„ყველაფერი, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დანაშაულია. სამართლიანი შურისძიება უნდა იყოს იმ ყველაფრისთვის, რაც ამ ომში რუსმა მკვლელებმა პუტინის უწყვეტი ძალაუფლებისთვის გააკეთეს. მას ყველაზე მეტად მხოლოდ ერთის  - სამართლიანობის ეშინია. არჩევნების ამ სიმულაციაში ლეგიტიმაცია არ არის და არც შეიძლება იყოს. ეს მაჩვენებელი ჰააგის სკამზე უნდა დასრულდეს. ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მსოფლიოში ყველამ, ვინც აფასებს სიცოცხლეს და წესიერებას. მადლობა ყველას, ვინც უკრაინასა და უკრაინაშია! დიდება ყველას, ვინც იბრძვის და შრომობს ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის!“ - განაცხადა  ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. პირველი ოფიციალური შედეგების მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 80%-ზე მეტი მიიღო.