Foto

ფოტიგა - 25 წლის წინ პუტინს ძალაუფლება მისცეს, რათა ბოროტების იმპერია ხელახლა აეშენებინა

სისტემა, რომელიც მოსკოვურ იმპერიალიზმს მართავს, არ გაჩერდება, ვიდრე ის გადამწყვეტად არ დამარცხდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ფოტიგას თქმით, 25 წლის წინ ვლადიმერ პუტინს „ძალაუფლება მისცეს იმისთვის, რომ ბოროტების იმპერია ხელახლა აეშენებინა".

„ისტორიიდან ვიცით, რომ ასეთი დიქტატორების დაცემა საარჩევნო უბნებთან არ ხდება. სისტემა, რომელიც მოსკოვურ იმპერიალიზმს მართავს, არ გაჩერდება, ვიდრე ის გადამწყვეტად არ დამარცხდება“, - წერს ფოტიგა.