Foto

ბორელი - ისრაელი ღაზაში შიმშილის პროვოცირებას ახდენს და ამას ომის იარაღად იყენებს

ისრაელი ღაზაში შიმშილის პროვოცირებას ახდენს და შიმშილს ომის იარაღად იყენებს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

როგორც ბორელი აღნიშნავს, ღაზა შიმშილის მდგომარეობაშია, რაც ათასობით ადამიანზე გავლენას ახდენს.

„ეს მიუღებელია. შიმშილი გამოიყენება, როგორც ომის იარაღი. ისრაელი შიმშილის პროვოცირებას იწვევს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.