რუსეთში არჩევნები იყო არჩევანის გარეშე, - ასე აფასებს რუსეთის ფედერაციაში ჩატარებულ არჩევნებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი "საარჩევნო უბნების" ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნას გმობს და აღნიშნავს, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.
"საარჩევნო პროცესი გვიჩვენებს არა მხოლოდ პუტინის ბოროტ ქმედებებს საკუთარი ხალხის მიმართ, არამედ ასევე მეზობელი ქვეყნების მიმართაც. ე.წ. არჩევნების ჩატარება უკრაინის ტერიტორიებზე, მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიებზე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. საყურადღებოა, თუ რამდენმა რუსმა გამოხატა საჯაროდ აზრი ამ შაბათ-კვირას, რომ ისინი ვერ ხედავენ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად", - განაცხადა ბერბოკმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press