ევროკავშირი არაკანონიერად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საარჩევნო უბნების გახსნას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე,- ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგული რჩება.
„ევროკავშირი არაკანონიერად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში" საარჩევნო უბნების გახსნას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. ევროკავშირი რჩება სრულად ერთგული საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს დაიწყო და 17 მარტს დასრულდა. პირველი ოფიციალური შედეგების მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 80%-ზე მეტი მიიღო.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press