Foto

ჯანმოს დირექტორი - ღაზაში საავადმყოფოები ბრძოლის ველი არ უნდა იყოს

ღაზაში საავადმყოფოები არ უნდა იყოს ბრძოლის ველი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი აღნიშნავს, ჩრდილოეთით მდებარე ალ-შიფას ჰოსპიტალში შექმნილი ვითარება, საფრთხეს უქმნის ჯანდაცვის მუშაკებს, პაციენტებსა და სამოქალაქო მოსახლეობას.

"ჩვენ საშინლად შეშფოთებულნი ვართ ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ალ-შიფას ჰოსპიტალში შექმნილი ვითარებით, რომელიც საფრთხეს უქმნის ჯანდაცვის მუშაკებს, პაციენტებსა და სამოქალაქო მოსახლეობას", - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.