ევროპული საბჭო, ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის, 5 მილიარდ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
უკრაინის დახმარების ფონდი ევროკავშირს საშუალებას მისცემს, მხარი დაუჭიროს უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარებას, როგორც ლეტალური, ისე არალეტალური სამხედრო აღჭურვილობისა და წვრთნების მიწოდებით.
"ევროკავშირი ასრულებს თავის ვალდებულებებს. უკრაინის დახმარების ფონდი (UAF) ჩვენს სიტყვებს ქმედებად აქცევს. ფონდით, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ომისგან თავის დაცვაში, რაც არ უნდა დასჭირდეს და რამდენ ხანსაც ჩვენ გვჭირდება", - განაცხადა ბორელმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press