Foto

ჯო ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში არსებულ ვითარებაზე ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

სატელეფონო საუბრის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც აღნიშნავს, რომ ორმა ლიდერმა ომის ყველა მიზნის მისაღწევად ისრაელის ვალდებულებაზე ისაუბრა.

„დღეს საღამოს ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ჩვენ განვიხილეთ ომის ბოლოდროინდელი განვითარება, მათ შორის ისრაელის ვალდებულება, მიაღწიოს ყველა საომარ მიზანს: „ჰამასის“ ლიკვიდაციას, ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ღაზა აღარასოდეს შეუქმნის საფრთხეს ისრაელს, ამავდროულად, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიზნების მიღწევას“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.