უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 432 390-მდე ჯარისკაცი დაკარგა.
რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 19 მარტის 06:00 საათისთვის ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 432 390; ტანკი - 6 819; ჯავშანტექნიკა - 13 049; საარტილერიო სისტემა - 10 698; სარაკეტო სისტემა - 1 017; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 721; თვითმფრინავი - 347; ვერტმფრენი - 325; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 8 318; საკრუიზო რაკეტა - 1 922; გემი/ნავი/კატარღა - 26; წყალქვეშა ნავი - 1; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 14 191; სპეციალური აღჭურვილობა - 1 735. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აწარმოებს თავად რუსეთი.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მოჰყვა. რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევს, ბომბავს სამოქალაქო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ოკუპანტს კონტრიერიშით პასუხობს უკრაინაც.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press