ჩეხეთის რესპუბლიკა ცდილობს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას რაც შეიძლება სწრაფად,- ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.
პაველის თქმით, ის ევროპული კომპანიებისგან ელოდება, რომ უახლოეს მომავალში საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალის წარმოებას შეძლებენ.
„საჭირო რაოდენობის ჭურვების დამზადებას დრო სჭირდება. ეს მოითხოვს ჩვენი წარმოების სიმძლავრის გაზრდას, მაგრამ უკრაინას ახლა ჭურვები სჭირდება. ჩვენ ვერ დაველოდებით ევროპულ კომპანიებს, ამიტომ ვცდილობთ, ვიპოვოთ საბრძოლო მასალა სადაც კი შეგვიძლია. უახლოეს მომავალში ევროპულ კომპანიებს შეეძლებათ, აწარმოონ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალა ევროპის ქვეყნების მარაგის შესავსებად, ასევე უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდება, თუ მათ ეს ახლო მომავალში ისევ დასჭირდებათ",- ამბობს პეტრ პაველი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press