რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ტერიტორიის პერიოდულად დაბომბვის გამო, რეგიონიდან 9 000 ბავშვის ევაკუაცია განახორციელოს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ბელგოროდის ოლქის გუბერნატორზე, ვიაჩესლავ გლადკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
გლადკოვის თქმით, ბავშვები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდებიან.
"ევაკუაცია განხორციელდება უამრავი სოფლიდან. ამჟამად ვგეგმავთ, დაახლოებით, 9 000 ბავშვის ევაკუაციას ბელგოროდიდან, ბელგოროდის რაიონიდან, შებეკინსკის ოლქიდან, გრაივორონის რაიონიდან",- აცხადებს გუბერნატორი.
რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტის" ცნობით, ბელგოროდის ოლქში უკვე დაიღუპა 16 მშვიდობიანი მოქალაქე, 98 კი დაშავდა. საავადმყოფოებში 40-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული, მათ შორის ბავშვები.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press