პოლიტიკური პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც გვარამია აღნიშნავს, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოს "ვეტინგის" პროცესი მოსამართლეების უცხოეთიდან დანიშვნას ითვალისწინებს, ტყუილია.
"ტყუის "ქართული ოცნება", როცა ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა მოსამართლეთა დანიშვნას გულისხმობს უცხოელების მიერ. სინამდვილეში, ეს პროცედურა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაა მიუკერძოებელი კომისიის მიერ და გულისხმობს არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების გათავისუფლებას.
კლანი უნდა წავიდეს და მართლმსაჯულება გათავისუფლდეს კორუმპირებული და მთავრობის დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლეებისგან. ახლების დანიშვნა უკვე შიდა პროცედურებით მოხდება, რასაც დღეს აზრი აქვს დაკარგული, რადგან ნახსენები კლანი ნიშნავს მათთვის სასურველ და მორჩილ ახალ მოსამართლეებს", - წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, გუშინ, 18 მარტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს, რომ ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press