Foto

პუტინი - მესაზღვრეების საბრძოლო შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში

მესაზღვრეების საბრძოლო შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

როგორც რუსული მედია წერს, პუტინმა აღნიშნული მითითება ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საბჭოს მისცა.

"უნდა გავზარდოთ სასაზღვრო უწყებების საბრძოლო შესაძლებლობები და მობილური ჯგუფების ეფექტურობა არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ საზღვაო მიმართულებითაც. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ეხება შავ ზღვას", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.