„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პოლიტიკური პარტია "ახალის" ლიდერების, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გაერთიანების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
კითხვაზე, თუ რა პერსპექტივა აქვს მათ გაერთიანებას, მდინარაძე აღნიშნავს, რომ ისინი ბარიერს ვერ გადალახავენ.
„რა ოპოზიციაც გვყავს, ისე ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მათი მხრიდან აბსოლუტურად რელევანტური იქნება. ამ ორი შეწყალებული კრიმინალის ერთობა, რას იზამს - ამაზე მარტივი დასკვნა შეიძლება გამოიტანო. ვიმეორებ, ორი შეწყალებული თუ საწყალი, სალომესგან გასაწყლებული კრიმინალის ერთობა ბარიერს გარანტირებულად ვერ გადალახავს“,- განაცხადა მდინარაძემ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press