გამოწვევებისა და გაურკვევლობების მიუხედავად, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ დაიწყეს გაწევრიანების პროცესი, რაც არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ეფექტურობის ცხადი აღიარება, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევრონესტის საპრლამენტო ასამბლეის სესიაზე მიმართვისას აღნიშნა.
როგორც ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, შექმნიდან 15 წლის გასვლის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობას აქვს მნიშვნელოვანი შედეგები სხვადასხვა ადგილას.
"ნება მიბოძეთ, მივესალმო ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ჩვენ კვლავ ვაჩვენებთ მედეგობას ლუკაშენკოს რეჟიმის სასტიკი სადამსჯელო ღონისძიებების პირისპირ. ბელარუსის მოსახლეობის მიმართ ევროკაშირის მხარდაჭერა არის პრიორიტეტი. ეს მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას სხვადასხვა სექტორში, ასევე დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერას საზღვარგარეთ.
ამ გამოწვევების და გაურკვევლობების მიუხედავად, ჩვენმა სამმა პარტნიორმა ქვეყანამ: უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ დაიწყეს გაწევრიანების პროცესი, რაც არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ეფექტურობის ცხადი აღიარება, ამ ქვეყნების ევროკაშირთან დაახლოებით. შექმნიდან 15 წლის გასვლის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობას აქვს მნიშვნელოვანი შედეგები სხვადასხვა ადგილას", - განაცხადა ვარჰეიმ.
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა [PACE] საგ...
პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომის...
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ...
სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ...
Mana press