საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საბჭოს რუსეთის აქტივებიდან შემოსავლის უკრაინის დახმარებისთვის გამოყენების შეთავაზება წარუდგინა. ამის შესახებ ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც ბორელი აღნიშნავს, შესაბამის ინიციატივას საბჭო სწრაფად დაამტკიცებს.
„დღეს მე წარვუდგინე საბჭოს უმაღლესი წარმომადგენლის შეთავაზება, რუსული გაყინული აქტივებიდან შემოსავალი გამოყენებულ იქნას უკრაინის მხარდასაჭერად გამარჯვებისთვის ბრძოლაში. 90%-ის სახსრების გამოყოფა ევროპის მშვიდობის ფონდისა და 10%-ის ევროკავშირის ბიუჯეტის გავლით მოხდება. მოუთმენლად ველოდები საბჭოს მიერ მის სწრაფ დამტკიცებას. ეს იქნება ევროკავშირის ერთიანობის და უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერის დემონსტრირება“, - წერს ბორელი.
ცნობისთვის, გუშინ, 19 მარტს, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან შემოსავლების 90% უნდა გადასცეს ევროკავშირის ფონდს, რომელიც უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას აფინანსებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press