Foto

გუბერნატორი - ბელგოროდის დაბომბვის შემდეგ ქალაქიდან 9 000-მდე ბავშვის ევაკუირება განხორციელდა

ბელგოროდში მომხდარი დაბომბვის შემდეგ ქალაქიდან დაახლოებით 9 000 ბავშვის ევაკუირება განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ბელგოროდის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ბელგოროდის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აღნიშნავს, ბოლო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაშავდა, ხოლო რეგიონის ნაწილი, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

"მიმდინარე კვირას თავდასხმების შედეგად სულ 16 ადამიანი დაიღუპა და 98 დაიჭრა", - განაცხადა ბელგოროდის გუბერნატორმა.