Foto

ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება, თუმცა ამისთვის გარკვეული დრო დასჭირდებათ

ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება, თუმცა ამისთვის გარკვეული დრო დასჭირდებათ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელელი სამხედროები აგრძელებენ მოქმედებებს ქალაქ ხან იუნისში.

„ბოლო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვუთხარი, რომ შეუძლებელია გამარჯვების დასრულება ისრაელის თავდაცვის ძალების რაფაჰში შესვლისა და „ჰამასის“ ბატალიონის ბოლომდე განადგურების გარეშე. მე უკვე დავამტკიცე თავდაცვის ძალების გეგმა რაფაჰში სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად და ჩვენ მალე ასევე დავამტკიცებთ მოქალაქეების ევაკუაციის გეგმას საბრძოლო ზონებიდან“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.