Foto

კობახიძე - როდესაც კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, შემაშფოთებელია

როდესაც კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, რა თქმა უნდა, ეს არის შემაშფოთებელი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ასეთი კამპანიების მიზანი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანებაა.

„ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან. ამ პარტნიორობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების რეალიზებისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მათ შორის ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებისთვის.

როდესაც ასეთ პირობებში კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, რა თქმა უნდა, ესეც არის შემაშფოთებელი. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას ჰქონდეს სათანადო პოზიცია ყველა იმ აქტზე, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. ძალიან შემაშფოთებელია ნებისმიერი ასეთი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება",- აღნიშნა პრემიერმა.