დანიაში და საზღვარგარეთ, დანიის ინტერესების წინააღმდეგ, ტერორიზმის საფრთხე გაიზარდა ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომისა და გასულ წელს ყურანის დაწვის რამდენიმე შემთხვევის გამო,- ამის შესახებ ნათქვამია დანიის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
როგორც მედია წერს, უწყებამ მაქსიმალური 5 დონიდან ტერორიზმის საფრთხე 4 დონით შეაფასა.
„ისრაელსა და მებრძოლთა რამდენიმე დაჯგუფებას შორის კონფლიქტი, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანის შეშფოთებას იწვევს, მათ შორის, დანიაში. კონფლიქტი ასევე შეიცავს რადიკალიზაციისა და მობილიზაციის მნიშვნელოვან პოტენციალს, რამაც შესაძლოა, პოტენციურად გაააქტიუროს დანიაში აქტორები სპონტანური ან დაგეგმილი ქმედებებისთვის, მათ შორის, ტერორისტული თავდასხმებისთვის“, - აღნიშნულია დანიის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press