საჭიროა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესდეს უფრო მეტი სექტორული სანქცია, რადგან ეს ყველაზე ეფექტიანი გზაა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
როგორც ნაუსედა აღნიშნავს, უნდა გაკეთდეს მეტი, რათა რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს.
"უნდა ვეძებოთ ახალი შესაძლებლობები უკრაინის მხარდასაჭერად სამხედრო და ფინანსური თვალსაზრისით. ზელენსკი ისაუბრებს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვნახო, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები მზად არიან უკრაინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად და უკვე ივნისში შევძლოთ მოლაპარაკებების გახსნა.
რაც შეიძლება მალე უნდა გავაკეთოთ ეს, რადგან ეს ჩვენი სანდოობის ამბავია. უკრაინამ შეასრულა ყველა მოთხოვნა და ახლა ჩვენი დროა, შევასრულოთ დაპირება. უნდა გავაძლიეროთ თავდაცვა და მეტი რესურსები მივმართოთ შესაძლებლობების გაძლიერებაში", - განაცხადა ნაუსედამ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press