ევროპის ქვეყნებმა არ უნდა გაიმეორონ ესტონეთის მიერ ომებს შორის პერიოდში დაშვებული შეცდომა და ახლა თავდაცვაში ინვესტიცია უნდა განახორციელონ, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.
როგორც კალასმა აღნიშნა, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა შეიძლება გახდეს რუსეთის სამიზნე, თუ უკრაინა ომში დამარცხდება.
„ჩვენ თუ არ გვინდა, ეს ომი უფრო შორს წავიდეს, ნამდვილად უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს თავის დაცვაში. აშკარად არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, არამედ გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურაც დგას სასწორზე. ჩვენ ნამდვილად თუ დავეხმარებით უკრაინას, არ უნდა ვინერვიულოთ იმაზე, ვინ იქნება შემდეგი, მაგრამ თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ რამდენიმეწლიანი პაუზა იქნება და ჩვენ ამას უფრო ფართო მასშტაბით დავინახავთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვახორციელებთ ინვესტიციას თავდაცვაში“, - განაცხადა კაია კალასმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press