Foto

ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს - ევროპული საბჭო

ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას,- ამის შესახებ ნათქვამია დასკვნაში, რომელიც ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნდა.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, "ევროკავშირი აკვირდება საქართველოს მუდმივ ძალისხმევას და ქვეყანას პრიორიტეტული რეფორმების მიმართულებით წინსვლისკენ მოუწოდებს".

"ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მისი მდგრადობის გაძლიერებასა და იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლის წინაშეც რუსეთის ქმედებების შედეგად დგას და ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად არსებული გამოწვევების გადაჭრაში",- აღნიშნულია ევროპული საბჭოს დასკვნაში.