ყველა რუსული ტერორისტული დარტყმა იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიოში სანქციები პუტინის სისტემის წინააღმდეგ ჯერ კიდევ არ არის საკმარისი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რაკეტები, რომლებსაც რუსული არმია იყენებს კიევის წინააღმდეგ, უცხოური წარმოშობის კომპონენტებს შეიცავს.
"მათი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რაც მზადდება თავისუფალი სამყაროს კომპანიების მიერ და რუსეთში შემოტანილია სხვადასხვა "ნაცრისფერი" სქემებით. აუცილებელია, დაბლოკოს ასეთი სქემები და ყველა, ვინც მათ მხარს უჭერს. ჩვენ გვჭირდება მეტი სანქციები. მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო სანქციების გვერდის ავლის სქემებისთვის. მადლობელი ვარ ყველა სახელმწიფოსა და ლიდერის, ვინც ამას აკეთებს, მაგრამ რუსეთზე გაცილებით მეტი ზეწოლაა საჭირო",- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press