Foto

პესკოვი - დასავლეთის ინტერვენციის გამო, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია ომში გადაიზარდა

დასავლეთის ინტერვენციის გამო, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია ომში გადაიზარდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

როგორც პესკოვი აღნიშნავს, რუსეთი გააგრძელებს მოქმედებას ისე, რომ უკრაინის სამხედრო პოტენციალი არ დაემუქროს რუსეთის მოქალაქეებისა და ტერიტორიის უსაფრთხოებას.

„ჩვენ ომში ვართ. დიახ, დაიწყო, როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ როგორც კი იქ ჩამოყალიბდა ჯგუფი, როცა კოლექტიური დასავლეთი გახდა მონაწილე უკრაინის მხარეს, ჩვენთვის ეს უკვე ომი გახდა. ამაში დარწმუნებული ვარ და ეს ყველამ უნდა გაიგოს თავისი შიდა მობილიზაციისთვის“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.