დასავლეთის ინტერვენციის გამო, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია ომში გადაიზარდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
როგორც პესკოვი აღნიშნავს, რუსეთი გააგრძელებს მოქმედებას ისე, რომ უკრაინის სამხედრო პოტენციალი არ დაემუქროს რუსეთის მოქალაქეებისა და ტერიტორიის უსაფრთხოებას.
„ჩვენ ომში ვართ. დიახ, დაიწყო, როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ როგორც კი იქ ჩამოყალიბდა ჯგუფი, როცა კოლექტიური დასავლეთი გახდა მონაწილე უკრაინის მხარეს, ჩვენთვის ეს უკვე ომი გახდა. ამაში დარწმუნებული ვარ და ეს ყველამ უნდა გაიგოს თავისი შიდა მობილიზაციისთვის“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press