ჩვენ ღმერთს ვუტოვებთ პიროვნებას, რომელსაც ნეთანიაჰუ ჰქვია, ღმერთმა გაანადგუროს პიროვნება, რომელსაც ნეთანიაჰუ ჰქვია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
როგორც ერდოღანი აღნიშნავს, აუცილებელია ღაზაში მცხოვრები მოსახლეობის დახმარება ყველა შესაძლებლობით.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ერდოღანის განცადების შემდეგ საგარეო უწყებაში თურქეთის ელჩი დაიბარეს და "ერდოღანს ცხადი შეტყობინება გაუგზავნეს".
„თქვენ, ვინც მხარს უჭერთ „ჰამასის“ კრიმინალების მიერ ჩვილების დაწვას, მკვლელებს, მოძალადეებს და დასახიჩრებებს, უკანასკნელნი ხართ, ვისაც ღმერთზე საუბარი შეუძლიათ. არ არსებობს ღმერთი, ვინც მოუსმენს მათ, ვინც მხარს უჭერს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეებს და დანაშაულებს „ჰამასიდან“ თქვენი ბარბაროსი მეგობრების მიერ“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press