გუშინ და დღეს მორიგი ევროპული საბჭოს სხდომა გვქონდა, ძალიან დატვირთული განრიგით, განხილულ თემებს შორის იყო გაფართოებაც, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
როგორც პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, საქართველომ უნდა დააჩქაროს მუშაობა, რათა შემდეგ ეტაპზე გადავიდეს.
"გუშინ და დღეს გვქონდა მორიგი ევროპული საბჭოს სხდომა. იყო ძალიან დატვირთული განრიგი და განხილულ თემებს შორის იყო გაფართოებაც. ჩვენ ევროკავშირში სერიოზულად განვიხილავთ ამ საკითხს და გვინდა, რომ მოვიწვიოთ ახალი წევრები. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, რომ დააჩქარონ რეფორმები.
კარგი ამბებია უკრაინისა და მოლდოვისთვის, არაჩვეულებრივი ამბავია ბოსნიისთვის, რომელიც გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადადის და ამიტომ, საქართველომ უნდა დააჩქაროს მუშაობა, რომ ასევე გადავიდეს შემდეგ ეტაპზე. დრო მიდის და პროგრესი საჭიროა. არსებობს მკაფიო გეგმა - 9 ნაბიჯი. ახლა ერთად უნდა დავსხდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დრო არ დაიკარგოს", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press