ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნები რუსეთთან პოტენციური პირდაპირი შეტაკებისთვის მზად არიან, - ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა.
როგორც რობ ბაუერი აღნიშნავს, ნატომ უსაფრთხოების ვითარების ცვალებადობა ჯერ კიდევ 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გააცნობიერა, რის შემდეგაც შეიცვალა თავდაცვის სტრატეგია, ოპერატიული დაგეგმვა და ყველა ამ ამოცანის შესასრულებლად საჭირო ძალები.
„მზად ვართ? პასუხია - დიახ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, ვიყოთ მზად. თუ ეს დღეს მოხდება, მაშინ მოგვიწევს ბრძოლა იმით, რაც გვაქვს. ეს ყოველთვის არის დღევანდელი დღისთვის მომზადების და მომავლის შესაძლებლობების გაუმჯობესების ერთობლიობა“, - განაცხადა ნატოს სამხედრო მაღალჩინოსანმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press