რუსეთი აგრძელებს ბრუტალურ თავდასხმებს უკრაინის მოსახლეობაზე, ეს უნდა შეჩერდეს, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გასულ ღამეს რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემაზე განხორციელებულ შეტევებს.
როგორც ბორელი აღნიშნავს, „დნეპროჰესზე“ განხორციელებული თავდასხმა საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს და დასძინა, რომ ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცემა.
„რუსეთი აგრძელებს ბრუტალურ თავდასხმებს უკრაინის მოსახლეობაზე, ღამის საათებში დრონებითა და რაკეტებით დაბომბა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, დაიღუპა და დაშავდა ათობით ადამიანი, ეს საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ეს უნდა შეჩერდეს, ყველა დამნაშავე მიეცემა პასუხისგებაში“, - წერს ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press