Foto

სანდუ - უკრაინას უნდა მიეწოდოს ყველაფერი, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის შეჭრას და დაიცვას მშვიდობა ევროპაში

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემაზე განხორციელებულ შეტევებს გამოეხმაურა.

როგორც სანდუ აღნიშნავს, უკრაინას უნდა მიეწოდოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის შეჭრას და დაიცვას მშვიდობა ევროპაში.

"დღეს დილით, რუსეთმა 90-ზე მეტი რაკეტა და 60 დრონი გაუშვა უკრაინის მიმართულებით, რომლითაც კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყა. მათ აგრესიას საზღვარი არ აქვს. უკრაინას უნდა მიეწოდოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის შეჭრას და დაიცვას მშვიდობა ევროპაში", - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.