გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმისას, ერთ-ერთი რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა,- უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.
სარდლობის ცნობით, რაკეტა სოფელ ოსიერდოვთან, საჰაერო სივრცეში 39 წამის განმავლობაში გაჩერდა.
"პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა ერთ-ერთი რაკეტა, რომელიც გაუშვა რუსეთის ფედერაციის შორ მანძილზე მყოფმა ავიაციამ. დარტყმის სამიზნე იყო დასავლეთ უკრაინის ქალაქები. ამოქმედდა ყველა საჭირო პროცედურა პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პოლონეთის არმია მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას უკრაინის ტერიტორიაზე და იმყოფება მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში, რათა უზრუნველყოს პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება",- ნათქვამია სარდლობის განცხადებაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press