გვეუბნებიან, რომ თქვენ უნდა მოიწვიოთ უცხოეთის მოქალაქეები, ჯერ ერთი, ვინ შეამოწმა თავად მათი კეთილსინდისიერება? საერთოდ, თავმოყვარეობა არ გვაქვს ჩვენ, დამოუკიდებელ, ამხელა ისტორიის ერს, რომ არ მოვიწვიოთ გარედან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ არ შეგვიმოწმონ ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერება?- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, "2012 წელს, დასავლეთის პირდაპირი ინსტრუქცია იყო, რომ "ქართული ოცნების“ ხელისუფლება სასამართლოს არ შეხებოდა, შესაბამისად, მოსამართლეები სისტემის ბედს თავად წყვეტენ".
"ყველა მოსამართლეს აქვს საკმარისზე მეტი გამოცდილება, 20 და 30-წლიანი, ისინი არ მოსულან გუშინ და გუშინწინ. აქვე შეგახსენებთ ყველას და შევახსენებ ამ კრიტიკოსებსაც, რომ როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს, მათი პირველი რეკომენდაცია კი არა პირდაპირ ინსტრუქცია, დავალება იყო, რომ არ შეეხოთ სასამართლოს. მაშინ მოსამართლეებმა თავად აირჩიეს ეს ადამიანები, ჩვენ აბსოლუტურად არ ჩავრეულვართ სასამართლო სისტემაში. დღემდე, სამასი მოსამართლე თავად წყვეტს საკუთარი სისტემის ბედს, თავად მართავენ სისტემას და ჩვენ არავითარი ჩარევა არ გვაქვს. ამიტომ, კეთილი ინებონ და პატივი სცენ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობას. ამაზე რომ გვიწევს საუბარი, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, შეურაცხმყოფელია, რომ ჩვენი, ქართული სასამართლოს კეთილსინდისიერება უნდა შეგვიმოწმონ უცხოეთის მოქალაქეებმა. გახსოვთ, რამდენი მაგალითი არსებობს, იგივე გააკეთეს უკრაინაში და სხვაგანაც, ჩართული იყვნენ ადეიშვილი და კიდევ ვიღაცები. როგორ შეიძლება, რომ ადეიშვილისნაირმა ბოროტი სისტემის არქიტექტორებმა, შეამოწმონ დღეს ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერება? ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელი",- თქვა ღარიბაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press