რუსეთი, დეზინფორმაციისა და მიგრანტების დახმარებით, ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აგრძელებს, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ფეზერი აღნიშნავს, რუსეთი მიმართავს როგორც ჯაშუშობას და პროპაგანდას, ისე მესამე ქვეყნების მოქალაქეების "სასტიკ ექსპლუატაციას, რომლებიც ჩაჰყავთ ისეთი ქვეყნების საზღვრებთან, როგორიცაა ფინეთი".
"ევროპა ფაქტობრივად დგას ახალი მასშტაბის საფრთხეების წინაშე, რაც თან ახლავს რუსეთის აგრესიას უკრაინაში", - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press