Foto

გუტერეში - ღაზას ახლა ჰუმანიტარული დახმარების დიდი რაოდენობით მიწოდება სჭირდება

ღაზას ახლა ჰუმანიტარული დახმარების დიდი რაოდენობით მიწოდება სჭირდება, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გუტერეშმა აღნიშნა, რომ ანკლავში შესასვლელად მეტი პუნქტი უნდა გაიხსნას.

„ახლა აუცილებელია ჰუმანიტარული დახმარების მასობრივი მიწოდება და ეს ნიშნავს მეტი შესასვლელი პუნქტის გახსნას, ეს ნიშნავს ყველა ორგანიზაციის ძალისხმევის კონცენტრაციას ისრაელის მხრიდან შეზღუდვების გარეშე“, - განაცხადა გუტერეშმა.