Foto

სიკორსკი - პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტის გამოჩენის შესახებ რუსეთის ელჩისგან ახსნა-განმარტებებს მოვითხოვთ

პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტის გამოჩენის შესახებ რუსეთის ელჩისგან ახსნა-განმარტებებს მოვითხოვთ, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

როგორც სიკორსკი აღნიშნავს, მას არ აქვს იმედი, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტის გამოჩენის შესახებ რუსეთის ელჩისგან განმარტებას მიიღებს.

„ჩვენ მოვითხოვთ ახსნა-განმარტებებს, მაგრამ სავარაუდოდ, მივიღებთ გარკვეულ დემაგოგიას. დღესვე ჩვენ კონსულტაციებს გავმართავთ პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში, ასევე, გავესუბრები ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს“, - განაცხადა სიკორსკიმ.