Foto

გალანტი - ისრაელს არ აქვს მორალური უფლება შეწყვიტოს ომი ღაზაში მანამ, სანამ ყველა მძევალს საკუთარ სახლებში არ დააბრუნებს

ისრაელს არ აქვს მორალური უფლება შეწყვიტოს ომი ღაზაში მანამ, სანამ ყველა მძევალს საკუთარ სახლებში არ დააბრუნებს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

როგორც გალანტმა აღნიშნა, ისრაელი შექმნის „ჰამასის“ ალტერნატივას, რათა „ცაჰალმა“ თავისი მისია დაასრულოს.

„ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან შეხვედრაზე მე ხაზს გავუსვამ „ჰამასის“ რეჟიმის განადგურებისა და მძევლების სახლებში დაბრუნების მნიშვნელობას. ჩვენ ვიმოქმედებთ „ჰამასის“ წინააღმდეგ ყველგან, თუნდაც ისეთ ადგილებში, სადაც ჯერ არ ვყოფილვართ. ჩვენ შევქმნით „ჰამასის“ ალტერნატივას, რათა „ცაჰალმა“ თავისი მისია დაასრულოს“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.